13:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 17:02:05, 1011 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციქაზე მივიდა

კანცელარიასთან აქციის მეექვსე დღეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა.

ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს.

"ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც ეს პრობლემა დადგა, ჩვენ მაშინვე ჩავერთეთ ამ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის ასე ვთქვათ, მეცადინეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ ამ ჯგუფში დღემდე ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს პრობლემა რამენაირად იქნეს გადაწყვეტილი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება თვითონ აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართაც მონიტორინგი არ შეგვიწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე შეზღუდვას თუ ექნება ადგილი ან რაიმე პრობლემა იქნება, ჩართულები და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრობლები.

ამ პრეპარატის შემოტანაზე, ვერც მის ხარისხზე და ვერც შედეგებზე პასუხისმგებლობას სახალხო დამცველის აპარატი ვერ ვერ აიღებს. ეს არ არის ჩვენი შეფასების ნაწილი და ამის კომპეტენცია ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცა ვინც ეს უნდა გააკეთოს, მათთან ამ ადამიანების ეფექტიურ კომუნიკაციას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და გამოვხატავთ სოლიდარობას“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთის, მანამდე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობდა, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა არ აკონკრეტებდა აპირებდა თუ არა კანცელარიასთან აქციის მონაწილეებთან მისვლას.

შეგახსენებთ, დღეს, 24აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო".

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეექვსე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ.

მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics