03:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 09:26:27, 1345 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრაზილიის პრეზიდენტი - რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო - მხარეების არჩევის ნაცვლად, ვირჩევ მესამე გზას - მშვიდობის მშენებლობას

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გლობალური ჰარმონიის მისაღწევად, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ლულა და სილვამ პორტუგალიაში ვიზიტის დროს, ქვეყნის პრეზიდენტთნ, მარსელო რებელო დე სოუსასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ, მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა“,- განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უფრო ადრე, ლუის ინასიო ლულა და სილვა ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის პასუხისმგებლობას უკრაინაც იზიარებდა და რომ დასავლური სამხედრო დახმარება კონფლიქტს მხოლოდ აძლიერებდა.

ბრაზილიის პრეზიდენტის აღნიშნულმა განცხადება ევროკავშირში, აშშ-სა და კიევში გაღიზიანება გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics