|
2023-04-23 10:51:39, 1184 ნახვა
პოლიტიკა
გირჩი – მეტი თავისუფლება VOXZOGO-ზე: ბევრად ნაკლები სჭირდება, ვიდრე 100 მილიონიან საზმაუს
პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ 20-მდე ბავშვის პრეპარატით უზრუნველყოფას ბევრად ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ან აწარმოე საქართველოში-ს მუშაობა უჯდება. "აქონდროპლაზიის მქონე 20-მდე ბავშვის წამლით უზრუნველყოფას წელიწადში 6 მილიონ ევრომდე სჭირდება. ბევრად ნაკლები, ვიდრე 100 მილიონი ლარით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ან ქართულ-ჯიგრულ პონტში მოქმედ აწარმოე საქართველოში-ს პროექტს, რომელმაც გასულ წელს, უამრავ მავნებლობაში, ხალხის ჯიბიდან 270 მილიონი ლარი დახარჯა. ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ არც იმდენად გვიჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის საკმარისი ფული არ გვქონდეს". – წერს პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება მიიჩნევს, რომ სოციალური პოლიტიკის რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს: ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნობრივად ქცევის შედეგად, თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვნად გაზრდას; სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმებას და დაგროვებული ფულის მოქალაქეებისათვის დაბრუნებას. საქველმოქმედო ინიციატივების ხელშეწყობას და წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით. დაახლოებით სამი თვეა, რაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებს პერმანენტული ფორმა აქვს. ისინი პრეპარატ Vosoritide-ს (რომელიც იყიდება ბრენდის სახელით Voxzogo) საქართველოში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათი თქმით, მედიკამენტი ძვირადღირებულია და ერთწლიან დოზას 200 000 დოლარი სჭირდება.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)