|
2023-04-22 16:14:19, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინას უახლოეს დღეებში Leopard-ის 6 ტანკს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს დღეებში მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა. მისი თქმით, ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება "ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შემდეგ იქნება მეორე პაკეტი კიდევ 4 ტანკით. ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს [მხარდაჭერა] მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და თავდაცვითი იარაღის მიწოდებას",- განაცხადა ალბარესმა. ესპანეთი თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორსაც მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)