19:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 11:12:51, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის რადა Wagner-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

"უკრაინის უმაღლესი" რადა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

უკრაინის პარლამენტის განმარტებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაჯგუფებამ ქვეყანაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ის ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს.

კანონპროექტი იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, რომლებიც დაჯგუფებას აფინანსებენ.

უკრაინის "უმაღლესი რადა" მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.

ცნობისთის, 11 აპრილს კანადამ რუსეთის 14 მოქალაქეს და 34 კომპანიას სანქციები დაუწესა,  რომლებიც დაკავშირებულია Wagner-თან და საავიაციო სექტორთან.

გარდა ამისა, 13 აპრილს ევროკავშირმა სანქციები დააწესა Wagner PMC-ების წინააღმდეგ

ხოლო, 20 აპრილს, შვეიცარიამ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ს და რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА ФАН-ს სანქციები დაუწესა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics