19:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 09:25:43, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვერავინ გაიგებს, თუ უკრაინის NATO-ში მიწვევა ზაფხულის სამიტზე არ გამოცხადდება

ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ალიანსში მიწვევა ზაფხულის სამიტზე არ გამოცხადდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი დაკმაყოფილებულიყო.

"ჩვენ ვემზადებით "რამშტეინის" შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვემზადებით ჩვენი აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია. ვემზადებით ვილნიუსში NATO-ს სამიტისთვის, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი. მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება ასეთი ტიპის შეხვედრებზე, სხვადასხვა დონეზე კონტაქტების დროს, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე არ გაჟღერდება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დამსახურებული, პოლიტიკური მოწვევა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო",- განაცხადა  ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ 20 აპრილს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.

სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ  უკრაინის კანონიერი ადგილი NATO -შია და ალიანსი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics