|
2023-04-20 17:34:54, 554 ნახვა
პოლიტიკა
შამუგია - საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია ევროპული პერსპექტივის მინიჭება
„ერთი წლის განმავლობაში, დამტკიცდა არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი; საქართველოს პარლამენტს წარედგინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი 3 ახალი კანონის პროექტი და 5 საკანონმდებლო ცვლილება; საქართველოს კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივას; დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 116 ათასი ჰექტრით; გაძლიერდა ლაბორატორიული შესაძლებლობები; დამტკიცდა სოფლის მეურნეობის განვითარების ექვსი ახალი სახელმწიფო პროგრამა; სურსათის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვდა ევროკავშირის 19 სამართლებრივ აქტთან; მომზადდა აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია და დამტკიცდა აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები; გაძლიერდა ჩვენი უწყებების შესაძლებლობები, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფები. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების ურყევ ნებას, რომ ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საერთო არჩევანია და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დასკვნით სიტყვაში. მინისტრმა, გამოსვლის დასასრულს, მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის მთელ გუნდს, საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით ორ კომიტეტს, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს აქტიური თანამშრომლობისთვის. „მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობას ვუხდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თითოეულ თანამშრომელს. ის წარმატება და წინსვლა, რაც გვაქვს როგორც გარემოს დაცვის, ასევე აგრარული მიმართულებებით, არის ერთიანი ძალისხმევის, ერთიანი შრომის შედეგი”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)