|
2023-04-19 16:14:54, 713 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მკაფიოდ გამოჩნდა ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური მმართველები და „ბოსები“
რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”, მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან,- ასე ეხმაურება "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო კომისიის საკითხის მეორედ ჩაგდებას. ხაბეიშვილის თქმით, თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა ვინ არიან სასამართლო კლანის რეალური მმართველები და „ბოსები“. "რუსული ოცნება "გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნას, “გარბიან" სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და "ოცნება" კვორუმს აგდებს - სხდომას შლის. ოპოზიციის "ბოიკოტი" გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი. საკუთარ თავს უცხადებენ "ბოიკოტს", აპროტესტებენ პარლამენტს ... თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და "ბოსები" ვინ არიან - დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება ..",- წერს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)