20:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 14:07:55, 1495 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი ადამიანი

რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი  ავრცელებს. 

პროკუდინის თქმით, ექიმები დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ.

"დილა, ხერსონის ცენტრი. ახლოს არ არის სამხედრო ობიექტი. ტერორისტულმა სახელმწიფომ მშვიდობიანი ხერსონის მოსახლეობაზე თავდასხმა დაიწყო. ერთი ადამიანი დაიღუპა.

დაშავდნენ ხერსონის მცხოვრებლები. ჩვენი გმირი ექიმები ამჟამად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის",- წერს პროკუდინი Telegram-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics