|
2023-04-16 18:51:53, 2617 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა აღდგომა დღეს ორი უკრაინული ეკლესია დაბომბეს, ერთი ტაძარი მთლიანად განადგურდა
ზაპოროჟიეს ოლქში, რუსებმა აღდგომის ღამეს ეკლესია დაბომბეს. 1906 წელს აშენებული, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მთლიანად განადგურდა. თემის თავმჯდომარის, იური კარპეტიანის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სოფელ კამიშევაზე S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დაბომბვის დროს ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რადგან მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეს გადაწყდა, რომ სააღდგომო მსახურება არ ჩატარდებოდა. ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა რაკეტამ დაანგრია და დააზიანა ახლოს მდებარე სახლები. დაშავებულია 2 ადამიანი. დღეს სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ ოკუპანტებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი ლისაკის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა. ნიკოპოლის ეკლესიას მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა. 57 წლის კაცი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, 38 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს ის. ლისაკის ცნობითვე, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მანქანა და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)