15:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 22:15:15, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, რაზეც დამოკიდებულია მისი სიცოცხლე, მაშინ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი და მას მიეცეს მკურნალობის გაგრძელების საშუალება.

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა დამოკიდებულია არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ წმინდა ეთიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც აქვს სუფთა და ძლიერი სამართლებრივი საფუძველი. თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ მასზეა დამოკიდებული სიცოცხლე, მაშინ აუცილებელია ეს ნაბიჯი გადაიდგას. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა გადაუდებელი მიმართვა შეიტანეს ევროსასამართლოში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაუწიონ და როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics