|
2023-04-14 15:23:47, 1672 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - რუსეთი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, შექმნას „მეორე ფრონტი“ საქართველოსა და მოლდოვაში
რუსეთი თავის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, შექმნას „მეორე ფრონტი“ საქართველოსა და მოლდოვაში ისევე, როგორც პოლონეთის სამხედრო კონტინგენტი ბელარუსის საზღვარზე,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე. "ამ ფაქტორების კომბინაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვდუნდეთ. ჩვენ არ ვდუნდებით, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ვითვალისწინებთ მათ ჩვენს გეგმებში - ორივეგან, სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სხვა ასპექტებში",- განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დასავლეთი მხარს აქტიურად უჭერდა. "როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. დასავლეთმა დაგმო ეს, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამავდროულად, საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული",- დასძინა ლავროვმა.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)