|
2023-04-14 10:36:54, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
ნულანდი - აშშ-ს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღსადგენად სურს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ განიხილავს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის უნფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენოს. ნულანდის თქმით, სახელმწიფოები მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი აშშ დოლარი. "სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა. სახელმწიფოები, მოკავშირეებთან ერთად, განიხილავენ, თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარი",- განაცხადა ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება, გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით. „თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილებისთვის და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები“,- დასძინა ნულანდმა. ცნობისთვის, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა 2023 წლის განმავლობაში იაპონიისგან 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. აღნიშნული თანხები განკუთვნილია ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, უკრაინისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გაწევისთვის ასევე მზადაა შვეიცარიაც. საუბარია 1,7 მილიარდი დოლარის მიწოდებაზე, რომელიც მას 2028 წლამდე უნდა გადაეცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)