23:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 23:37:04, 1191 ნახვა

საზოგადოება
გრიგორიადისის ბაბუა - ქუჩაში მცნობენ, მოდიან და მგულშემატკივრობენ, პოლიციელებიც კი

საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს, ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ის ქუჩაში გადის საზოგადოება მას ცნობს და გულშემატკივრობს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.

"საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს - ჩვენს ოჯახს, ყველას... ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენ გვერდით დგას - ახალგაზრდობიდან დაწყებული, ძველგაზრდობით დამთავრებული. ქუჩაში რომ მივდივარ, ეტყობა, მცნობენ, მოდიან და გულშემატკივრობას გამოხატავენ ჩემდამი, პოლიციელებიც კი. რამდენიმე პოლიციელი მოვიდა, მიცნო", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics