|
2023-04-13 16:47:44, 1557 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები. ასევე, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: "ფარნავაზიდან იაკობამდე“ და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და მისი მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში. ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის, რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში. 14 აპრილი დედაენის დღედ, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)