15:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 13:39:04, 1686 ნახვა

პოლიტიკა
კულება - 2008-ში უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის მიხურვას, რუსეთმა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით უპასუხა

როდესაც 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარი მიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

კულებას თქმით, რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით.

„საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთმანეთის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ "საკუთარი სიმართლე", მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“,- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია.

„დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.

ყოველ ნაბიჯზე, რუსეთი იქ მოქმედებდა, სადაც დასავლეთი მოქმედებას ეჭვობდა. როდესაც 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარი მიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი მანიაკი ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა საუკეთესო სტრატეგია - გაეხარებინათ მანიაკი, მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვებით“,- დასძინა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics