|
2023-04-12 17:22:38, 1447 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილს გაიმართება
ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება. როგორც "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, პირადად დაუკავშირდება თითოეულ დეპუტატს და უზრუნველვყოფს იმას, რომ აღნიშნულის შესახებ ყველა იყოს ინფორმირებული. „კენჭისყრა საგამოძიებო კომისიასთან შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება მორიგ სასესიო კვირაში პირველსავე დღეს, 18 აპრილს. დავუკავშირდებით თითოეულ დეპუტატს ოპოზიციაში პირადად და უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა იყოს პირადად ინფორმირებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი საქმის, რაც არ უნდა გვქონდეს გადადება და სამშაბათს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ვიყოთ სასესიო დარბაზში. მე იმედი მაქვს, რომ მეათეჯერ არ მომიწევს შალვა პაპუაშვილთან მისვლა და საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის გადადება იმიტომ, რომ ეს რამდენჯერმე გავაკეთე უკვე და ესეც არის ქართული ოცნებისთვის საბაბის მიცემა, რომ თითი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, რომელსაც აქვს საკმარისი მანდატი და ვერ ქმნის საგამოძიებო კომისიას“,- განაცხადა სამნიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, კომისიის მიზანი სისტემური პრობლემების გამოვლენაა. „მე არ მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციაში არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და ამ სისტემაში არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენა ამიტომ ამ კომისიის მიზანი არის სისტემური პრობლემების გამოვლენა იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს ან ვინმეს არ დაავიწყდეს ჩვენ დამატებით პასუხისმგებლობას ვიღებთ იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალურად დავუკავშირდეთ. არ გაგვაჩნია სახელმწიფოებრივად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე საგამოძიებო კომისიის შექმნა“,- განაცხადა კორძაიამ. დეპუტატების განცხადებას ასევ გამოეხმაურა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე და განაცხადა, რომ საკითხი სესიაზე უნდა გავიდეს და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული. "მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“ - განაცხადა წითლიძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 6 აპრილს მიმართა, ხოლო 10 აპრილს კი რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით სხდომის მოწვევის საკითხი გადადო. გადადების გადაწყვეტილება, მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოპოზიციის ორმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, ქვეყანა მოულოდნელად დატოვა, რის გამოც ოპოზიციას საგამოძიებო კომიტეტის შესაქმნელად ხმები არ ეყო.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)