|
2023-04-12 14:46:01, 850 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი - ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში შეგიყვანეს, თუ სქემის მონაწილე ხართ?!
მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი - ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! - ასე მიმართავს ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს. ზარქუა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები, ენდობა და ამბობს, რომ გამოძიების გაგრძელებას ელოდება. "დარწმუნებული ვარ BBC-ის ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს. მჯერა ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი - ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! გეკითხებით ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?!" - აცხადებს ირაკლი ზარქუა. ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)