00:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 12:24:04, 766 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს კოენ დევიდსეს შეხვდა

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართული შეხვედრისას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პარტნიორობის სამი ათწლეულის მანძილზე, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.

„აღინიშნა, რომ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში (IDA) საქართველოს, როგორც დონორი ქვეყნის გაწევრიანება.

შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics