00:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 22:20:07, 1120 ნახვა

საზოგადოება
გოშევსკა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაზე - ქართული მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, თუმცა ქართული მხარე  ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

როგორც გოშევსკამ აღნიშნავს, მას სურს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასება ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, მას მიეცეს საშუალება, რომ აღნიშნული მკურნალობა პოლონურ კლინიკაში ჩაიტაროს.

"პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის, მან თქვენი ქვეყნისთვის უამრავი რამ გააკეთა და სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს მნიშვნელოვანი ჯილდოც. ახლა კი პოლონური კლინიკა საქართველოს ჯანდაცვასთან  არკვევს  ვინ იქნება კომისიაში. საქართველოს მხარე ყოველ ახალ კონტაქტზე ახალ პირობებს აყენებს. ამ წუთისთვის ჩვენ ყველა პირობა დავაკმაყოფილეთ. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ხვალ ჩვენი სამედიცინო კომისია გაემგზავრება და შეამოწმებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მინდა მჯეროდეს, რომ პოლონელი ექიმების ობიექტური შეფასებას გაითვალისწინებს და პატივს სცემს ქართული მხარე, თუ ეს შეფასება იქნება ის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა საფრთხეშია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას აუცილებლად იქნება საშუალება,  რომ ეს მკურნალობა ჩატარდეს პოლონურ კლინიკაში. მინდა მჯეროდეს საქართველოს მთავრობის მთავრობის კეთილი განზრახვის", - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics