16:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 10:13:23, 806 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - სად და როდის შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია - ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით  ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, "ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებს".

"არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც, ალბათ, ამ  4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით  ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? 

ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს. 
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics