08:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 16:56:14, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - პუტინმა უკრაინაზე შეტევით ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ICC-ის ეჭვმიტანილ დამნაშავედ იქცა

მან [პუტინმა] შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თავიდანვე კრახით დასრულდა და წლების განმავლობაში ვეღარ გამოსწორდება.

მან დასძინა, რომ პუტინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის სტატუსით სარგებლობდა, უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა. 

"ის, რაც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა და თავიდანვე ჩავარდა, ერთ, ორ, ან სამ წელიწადში ვერ გამოსწორდება. მან შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჰააგის ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა", - განაცხადა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics