20:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:51:51, 817 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება

ვდგავართ მაგად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოლეგებთან ერთად "დგანან მაგრად, არაფრის ეშინიათ და საბრძოლველად არიან განწყობილები".

"მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ჩემ კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად, არავინ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არ არის რეალურად, მორალური ტერორით, ზოგადად წლების განმავლობაში რაც ხდებოდა ჩემ წინააღმდეგ, პირადად მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ, პირადად ვინც არიან დასანქცირებული. მერწმუნეთ, ვდგავართ მაგად, არ გვეშინია არაფრის, პირველად საქართველოს ისტორიაში სასამართლო არის ხელისუფლება, კარგი მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არასდროს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს არ ჰყოლია სასამართლო როგორც ხელისუფლება, ზუსტად ამაზე იყო გათვლა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მოქმედ მოსამართლეებს, ჩვენ თავს ჩავღუნავდით, რადგან კორუფციის იარლიყს მოგაკრავდნენ, ვერ გავბედავდით ხმამაღლა გველაპარაკა, ამიტომ ვართ განწყობილი საბრძოლველად, ვფიქრობთ, რომ ვართ მართლები. მიგვაჩნია, რომ სასამართლო ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, როგორც არ უნდა მეგობრული ქვეყანა იყოს, თუ ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იქნება ყველაფერი კარგად",- განაცხადა მურუსიძემ. 

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics