01:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 10:04:21, 659 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჯამეთის აღკვეთილში, ბი პი საქართველოს მხარდაჭერით, იმერული მუხის აღდგენის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანა“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი „აჯამეთის აღკეთილში იმერული მუხის აღდგენა“ ითვალისწინებს 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იმერული მუხის 5000-მდე ნერგის დარგვას, რეგულარულ მოვლასა და 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ მოაწერეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი საქართველოს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის კონსერვაცია წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics