08:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 08:59:19, 1334 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ბზობა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები გვასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება

რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ გუშინ ზაპოროჟიეს ოლქზე მიტანილ იერიშს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია.

„რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო. კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ. და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას. და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics