21:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 18:04:39, 825 ნახვა

პოლიტიკა
„ერთად ევროპაში“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს. 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რომელიც უკვე გადაიკეტა, შეკრებილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ იმას, რომ შანსი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის, ხელისუფლებამ ხელიდან გაგვაშვებინოს და იმოქმედოს ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ 9 აპრილს გვიწევს თითქმის იგივე მოთხოვნით შეკრება, რა მოთხოვნითაც იკრიბებოდნენ მაშინ საქართველოს თავისუფლებისთვის. დღეს რომ არ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც გვყავს "ქართული ოცნება", გარწმუნებთ, ჩვენ აქ შევიკრიბებოდით იმ სურვილის ასასრულებლად, რაც ჰქონდათ ჩვენს პატრიოტ ახალგაზრდებს 1989 წელს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics