|
2023-04-09 12:45:17, 717 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვწუხვარ, 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი მომავალი ევროპაა - აბა, ჩექმა გვინდა?!
ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა - აბა, სხვა რა - ჩექმა გვინდა?! ნიჩბები გვინდა?! თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა სჭირდება ქვეყანას. "ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, თუ არა ნელ-ნელა აქედან ფეხით ირჩევენ და წასვლით ირჩევენ ევროპას და მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა; უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარისა და მეორადის გამიჯვნა; უნდა შევძლოთ პარტიულისა და ევროვნულის ერთმანეთში არ არევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)