02:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 17:49:13, 861 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ სტუდენტებთან პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციაზე ისაუბრა

როგორ უნდა გავხდეთ ნოტარიუსი, როგორია სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები, რას გულისხმობს სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში, რა ეტაპები უნდა გაიაროს პროფესიით დაინტერესებულმა პირმა, - ამ და ზოგადად, პროფესია ნოტარიუსის შესახებ აუცილებელ სხვა მნიშვნელოვან თემებზე,  ეკატერინე შენგელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჯარო ლექციის დასასრულს ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მომავალ იურისტებს სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
 
"სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია. პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციების გამართვას მომავალშიც გააგრძელებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics