|
2023-04-08 13:08:56, 759 ნახვა
პოლიტიკა
GDI - საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესი არაკონსტიტუციურია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) კრიტიკული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. "მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისიწნებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. ცხადია, ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნსლისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული აკრედიტაციის შეჩერების წესი წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასთან",- აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს:
ცნობისთვის, პარლამენტმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს და ამავე მედიასაშუალებების ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)