03:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 22:20:05, 901 ნახვა

საზოგადოება
შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი - ჩემი შვილის წერილში მისი ძმებისა და ჩემი სათქმელია გაერთიანებული

ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში, - ასე გამოეხმაურა  POSTV-ს დირექტორის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე მისი შვილის, ლაშა რამიშვილის მეირ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებდა დაზარალებულ ქალებსა და ლაზარე გრიგორიადისს.

თეა აბაშმაძეს თქმით, ის იაზრებს ფაქტს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება, მაგრამ ისინი მზად არიან ამისთვის, ვინაიდან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები არიან.

"[ჩემი უფროსი შვილის წერილში] გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.

ვიცი რომ ამ აქტს მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში", - განაცხადა თეა აბაშმაძემ.

შეგახსენებთ, შალვა რამიშვილის შვილმა, ლაშა რამიშვილმა, დღეს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მან დაზარალებულ ქალებს და ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics