03:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 16:07:19, 661 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკმა, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, კონკურსანტები დააჯილდოვა

მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. წელს კვირეულის თემატიკა მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა.

ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ განხორციელებულ გლობალური ფულის კვირეულთან დაკავშირებულ ინიციატივებს. 

2023 წლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელთა შორის იყო პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“. კონკურსის მიზანს, მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებით, ვიზუალური მასალის შექმნა და შესაბამისი სლოგანის მოფიქრება წარმოადგენდა. 

კონკურსის შედეგად, სპეციალური ჟიურისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ სამ კონკურსანტს, ბაზისბანკისგან ფულადი ჯილდოები, სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცემათ.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, ასევე  ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით "მოიწვიე ფინედუ კლასში". ბაზისბანკის თანამშრომლები, ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესსა“ და ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ესტუმრნენ. შეხვედრაზე დესპანებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“, რომლის შემდგომაც, სიამოვნებით უპასუხეს პატარების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

შეხვედრის დასასრულს კი, მონაწილეები, ბაზისბანკის თანამშრომლების მიერ, ბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურებით დასაჩუქრდნენ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics