|
2023-04-06 15:59:11, 629 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩოში შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ
ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ აშშ-ის საელჩოში შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლე, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მურუსიძის თქმით, საელჩოს მიზანი იმდენად დიდია, რომ შეიძლება სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. "ეს არის გათვლილი, არასამთავრობო ორგანიზაციებში არის ჟივილ-ყივილი, რომ სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირება. გულწრფელად გითხრათ, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლოში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლოს დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მე მგონი, ეს, ალბათ, მეეჭვება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, რომ ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარტიებმა, რომ ამოეწურათ იმედი და რომ მიხვდნენ, რომ ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოოდ ჯამში ვიმყოფებით",- განაცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)