23:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 15:35:52, 709 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - კორუფცია არის შირმა, რეალური მიზანი სასამართლოს ხელში ჩაგდებაა

ამ დასანქცირებით სასამართლო სისატემას გაეგზავნა მესიჯი, რომ თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე კორუფციას არ ეხება და უკვე წლებია, სხვადასხვა გზებით ცდილობენ, სასამართლო ჩაიგდონ ხელში, რაშიც ჩართულები იყვნენ NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.

"დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა და აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული ბიზნესმიღწევა.

რეალური მიზეზის არის სასამართლო ხელისუფლების ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და აქვეყნებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი, რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

იცით, რომ ჯერ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეებზე რამდეჯერმე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო ის თუ, რატომ უნდა ერეოდეს ელჩი ასეთ საქმეებში.

ამ დასანქცირებით სასამართლო სისატემას გაეგზავნა მესიჯი - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლე არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ელჩისთვის და შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ",- განცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics