23:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 10:26:28, 723 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი სანქციებზე - ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იმავეს გააკეთებს

ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იმავეს გააკეთებს, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

კრამერის განცხადებით, სანქციები არა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ დაწესდა მათთვის, ვინც "პასუხისმგებელია ქვეყნის მცდარი გზით წაყვანაზე". 

"ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტიდემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართული და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ. ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ არის სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის მიზან მიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იმავეს გააკეთებს",- ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics