|
2023-04-05 14:33:23, 780 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ჩვენი ოპონენტები უარს იტყვიან რუსულ გეგმაზე, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს
თუ ჩვენი ოპონენტები უარს იტყვიან რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, "გლობალური ომის" პარტიის გეგმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ და ვერ მიღებაა. "თუ ჩვენი ოპონენტების და ზოგადად გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგს მივყვებით, მაშინ რუსული კანონი კი არ იყო, რეალურად გეგმაა რუსული იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ გეგმას რომ მიჰყვეს ქვეყანა, რასაც ჩვენი ოპონენტები ახმოვანებენ, სინამდვილეში ეს არის კანდიდატის სტატუსის ვერ და არ მიღება, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი საქართველოში, რაც აუცილებლად რუსული შედეგით დასრულდება, ჩვენი გეგმა არის სხვა. მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს... თუკი, ჩვენ ვივარაუდებთ, თეორიაში მაინც, რომ ჩვენი ოპონენტები თუ უარს იტყვიან ამ რუსული გეგმის შესრულებაზე, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი გეგმები დაემთხვევა ერთმანეთს ამ შემთხვევაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)