05:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 10:55:42, 734 ნახვა

საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროკურორებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ს" თანამშრომლებს,   შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს და მოსახლეობას ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა  დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics