00:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 10:34:34, 1443 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის წინ, კრემლი დასავლეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს

უკრაინის დაგეგმილი საგაზაფხულო კონტრშეტევის წინ, კრემლი აგრძელებს ბირთვულ შანტაჟს, რათა უკრაინაში დასავლეთის სამხედრო დახმარება შეაჩეროს. აღნიშნულ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

როგორც ISW-ის მოხსენებაშია ნათქვამი, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამართლება რამდენიმე არგუმენტით სცადა - თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მომზადებაში, დასავლეთი კი, უკრაინაში ომის ესკალაციაში დაადანაშაულა.

ექსპერტების შეფასებით, შოიგუმ გააძლიერა არსებული რუსული ბირთვული საფრთხეები იმით, რომ ბელარუსიას აქვს ატომური თავდასხმის თვითმფრინავი და ისკანდერ-M სისტემები, რომელსაც შეუძლია ბირთვული დარტყმის განხორციელება. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შოიგუს გააქტიურებული ბირთვული შანტაჟის რიტორიკა ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებასა და უკრაინისთვის აშშ-ის ახალ დახმარებასაც ემთხვევა.

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად ყველაფრისა, ბირთვული ესკალაციის რისკი  უკიდურესად დაბალი რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics