05:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 15:55:08, 867 ნახვა

საზოგადოება
წულაძე სააკაშვილზე - თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება

თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს,- ასე შეაფასა ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

მისი თქმით, სააკაშვილის კუნთების მასა და კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, მაშინ ის საწოლზე მიეჯაჭვება.

"კუნთების მასა, რა თქმა უნდა, შემცირდა, გარშემოწერილობები, კიდურები შემცირდა და თუ კუნთების მასა კიდევ უფრო შემცირდა, საწოლზე მიეჯაჭვება, ისედაც დაქვეითებული აქვს კუნთები. თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად მძიმეა პროგნოზი. თუ მკურნალობა არ ჩაერთო და ასე გაგრძელდა, გარდაიცვლება რაღაც მომენტს რომ მიაღწევს და აქ პაციენტს ვერ უტარებენ ადეკვატურ მკურნალობას. ვერ თანხმდებიან, არ აქვთ ნდობა, თუ რაღაც, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ვერ უტარდება აქ შესაბამისი მკურნალობა",- განაცხადა წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები 2 აპრილს შევიდნენ.

დღეს, 4 აპრილს კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics