|
2023-04-04 13:37:20, 1625 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - ვერავინ დაგიჯერებთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გინდათ
„კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება და ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მიჰყვება გეგმას, რომლის პირველ ნაწილ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინის აწევა წარმოადგენს. „ყველამ კარგად ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი, უკვე წარსულში, დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ" არამედ ჩვენმა ქვეყანამ და ეს ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა", -განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არ მიღება, რაშიც ოპოზიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული. „ახალ ფორმატებს რომ გვიანონსებთ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, იმ პრეზიდენტთან ერთად, რომელიც ორის დღის წინ ამ ტრიბუნასთან გამოსვლის დროს ამბობდა, რომ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და არც ახლა გვეკუთვნის იმიტომ, რომ, თითქოს, ფორმალურად არის შესრულებული რეკომენდაციები, მაშინ, როდესაც თითქმის ბოლოში ვართ გასული და სულ 2-3 რეკომენდაცია რჩება შესასრულებელი. თქვენ ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, ევროპას, ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი და ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შემდეგი ეტაპი არის ის, რომ შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია ქვეყანაში, მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ თქვენ ვერავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე თქვენი განცხადებებიც მეტყველებს", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)