|
2023-04-04 13:02:36, 848 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, "თიბისი", პირველად საქართველოში, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო წარმოაჩენს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებით დანერგილ უახლეს საბანკო ტენდენციებსა და შესაძლებლობებს და ხაზს უსვამს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების მაღალ ხარისხს. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ "თიბისიმ" პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება, რითიც ადამიანებს ცხოვრებას ვუმარტივებთ. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით, ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მომხმარებლების საჭიროებებს სათანადოდ ვპასუხობთ და წარმატებით ვუბამთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს“, - აცხადებს "თიბისის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoney უკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს. Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)