|
2023-04-04 12:53:42, 853 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“ - დაგრჩათ მხოლოდ ისეთი მედროვე ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას
სიმართლე არის მარტივი, სინამდვილეში თქვენ დაგრჩათ მხოლოდ ისეთი მედროვე ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს "ნაციონალი" იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს არ ამოვა,- ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე ხელით, მიიღო „რუსული კანონი". „სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები მაკა ბოჭორიშვილის მსაგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ევროკავშირში, ჩვენს მისიაში. დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინ ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებდა. სიმართლე არის მარტივი, სინამდვილეში თქვენ დაგრჩათ მხოლოდ ისეთი მედროვე ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს "ნაციონალი" იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს არ ამოვა. ამიტომ, არის ყველაფერი, რაც დღეს აქ მოისმინეთ, ტყუილი და სიმართლე არის ის რაც გითხრათ თქვენს მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე ხელით მიიღო „რუსული კანონი“, რათა ჩაეშალა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არ გაგივიდათ. არ გაგივიდათ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იბრძოლეს ამ მომავლისთვის და თქვენ მოქალაქეს - ზაზა ბილიაშვილს თვალი ამოთხარეთ იმისთვის, რომ ის იცავდა ამ ქვეყნის მომავალს. მოძლადე ამ ქვეყანაში არის ერთადერთი - „ქართული ოცნება“. ძალადობა არის, როდესაც შენ შენს ხალხს ცდილობ, რომ წაართვა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს იცხოვორს ევროპულ მომავალში",- მიმართა სამადაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)