|
2023-04-03 19:44:27, 760 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ, პრიორიტეტად რჩება
„არ არის მიზანშეწონილი ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პურის ფასის გაზრდას პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხელს შეუწყობს. მომავალში თუ მოხდება ხორბლის და ფქვილის ფასის ზრდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პურის ფასზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ფერმერების შესაძლებლობები და მათ ნაკლები თვითღირებულებით მეტი მოსავლის მიღება შეძლონ. "რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის დინამიკას; წელს, ბოლო სამი თვის მონაცემებით, ქვეყანაში, დაახლოებით, 40 ათასი ტონა ხორბალია შემოსული და ამავე რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის. მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდის და ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვაწესებთ ბაზარზე ხორბლის ფასს. ამას აწესებენ ის მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც შარშან დიდი მოსავალი ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა შემდეგია: რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი პროდუქცია, მეტი მოსავალი ჰქონდეთ ჰექტარზე გადაანგარიშებით: 3-4 ტონის ნაცვლად, შესაძლებელია, 5-6 ტონა ჰექტარზე გადაანგარიშებით... პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავლის რაოდენობა ქვეყანაში 50%-მდე გავზარდოთ პრიორიტეტად რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების არანაირი პრობლემა არ იქნება, ვფიქრობ, რომ წისქვილკომბინატები ეტაპობრივად განაახლებენ სამუშაო პროცესს. ეს დამოკიდებულია არსებულ ფასებზე. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ველოდებით ახალ მოსავალს. ამასთან დაკავშირებით ფასების ნაწილი თავიდან ყალიბდება. შესაბამისად ნუ ვიქნებით პესიმისტები, ვიყოთ ოპტიმისტები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ფერმერებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წამგებიანი, პირიქით, მომგებიანი იქნება, რომ აწარმოონ ხორბალი და მიიღონ მეტი მოსავალი. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)