05:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:35:50, 705 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე

„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით,  ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერებს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არ დგას არანაირი  უზრუნველყოფის რისკი, ქვეყანაში არსებობს როგორც ფქვილის, ასევე ხორბლის მარაგები, დაახლოებით, 2-3 თვის; 3 თვის შემდეგ კი, ახალ მოსავალს ველოდებით. 

„ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე; ჩვენ  აკრძალვა გვქონდა ივლისამდე და დღეს, არსებული მდგომარეობით, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ეს აკრძალვა მოვხსნათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics