00:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 15:17:34, 1279 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - წინასწარი ვარაუდოთ, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს კანიდატის სტატუსი მიენიჭოს

წინასწარი ვარაუდოთ, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს კანიდატის სტატუსი მიენიჭოს,- აღნიშნულის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ, ამასთან, გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში.

"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის",- წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა.

როგორც, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics