|
2023-04-03 13:40:26, 793 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. იოსელიანის თქმით, მისი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა. როგორც ღუდუშაურმა წარდგენისას განაცხადა, არ დაიშურებს ძალისხმევას სახალხო დამცველის გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოს. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციის დაკავება. მომავალში ძალისხმევას არ დავიშურებ, სახალხო დამცველის ძალიან გამოცდილ, კვალიფიციურ გუნდთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც, ჩემი აზრით, დღეს საქართველოშია ადამიანის უფლებების დაცვისა და რეალიზაციის მიმართულებით“,- განაცხადა ღუდუშაურმა. ამასთან, ნათია ჯულაყიძეს თქმით, კანდიდატის სტატუსი პირდაპირ არის მიბმული 12 რეკომენდაციასთან, რომელთაგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის ინსტიტუტია. „დიდი მადლობა ლევან იოსელიანს ნდობისთვის და იმისთვის, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მომიაზრებს. მე ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან მამშვიდებს ერთი რამ, რომ აქ მხვდება ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანების გუნდი. ასევე მინდა, მიმოვიხილო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ასე ახლოს კანდიდატის სტატუსისა და ევროპული ოჯახის წევრობის შესაძლებლობასთან. კანდიდატის სტატუსი პირდაპირ არის მიბმული 12 რეკომენდაციასთან, რომელთაგან ერთ-ერთი არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. შესაბამისად, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის იმაზე დიდი ყურადღების ქვეშ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სახალხო დამცველის განცხადებებს ენიჭება იმაზე დიდი მნმიშვნელობა, ვიდრე ოდესმე“,- განაცხადა ჯულაყიძემ. შეგახსენებთ, რომ 30 მარტს სახალხო დამცველის მოადგილეებმა გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ თანამდებობები დატოვეს. ამასთან, როგორც სხილაძემ განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რჩება. სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს. აპარატში რჩება ლევან იოსელიანის მესამე მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)