|
2023-04-02 18:05:36, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსული ოცნების“ ისტერია კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ
„რუსული ოცნების“ ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტია პუტინს ან ლავროვს არ აკრტიკებს, "ლანძღავენ მხოლოდ მათ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს". "ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ასეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც რუსულ ოცნებაშია ატეხილი, მიანიშნებს, რომ საბოტაჟირებენ ჩვენს მომავალს და რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ, იგივეა, რაც ფონ კრამონთან დაკავშირებით ახლა ხდება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 2 აპრილს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)