|
2023-03-31 11:21:24, 777 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 12 რეკომენდაციის შესრულება მყისიერად დაიწყო - ყველაფერი კეთდება, რომ ვალდებულება პირნათლად შესრულდეს
ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. „მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა, და ამავე დროს, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მყისიერად. პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად. ამ 12 პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას. ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)