00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 20:30:01, 1307 ნახვა

სამართალი
პროკრატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე, 64 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, 64 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ, მისი უმწეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.  

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ხაშურის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics