|
2023-03-29 14:17:31, 693 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გილაური - ჩემ შესახებ გაკეთებული განცხადება არის სრული სიცრუე
გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე,- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიან. როგორც გილაური სოციალურ ქსელში წერს, ერთადერთი სიმართლე რაც ეთერიდან მოისმინა, არის ის რომ 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. "10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არც ერთი ინტერვიუ პოლიტიკურ თემაზე არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ-მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული", - წერს ნიკა გილაური "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა გილაურის მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხზე გუშინ, 28 მარტს ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა. "2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, პრემიერად იყო ვინმე ნიკა გილაური. 2015 წელს, 120 მილიონ დოლარად გილაურმა იყიდა წლის კომპანია იმ ვალდებულებით, რომ 240 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა და კიდევ იყო ვალდებულება, რომ არ გაძვირდებოდა წყლის ტარიფი. არც ერთი ვალდებულება არ სრულდება. 2016 წელს, იხსნება ეს ვალდებულება ანუ სახელმწიფო თვითონ იზარალებს თავს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პრემიერის გამო... ცოტა ხანში იყიდება 230 მილიონ დოლარად და ყიდულობს ესპანური კომპანია. ანუ ვალდებულებას იხსნის. 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, როცა უნდათ, შეგაქმნევინებენ პარტიას. ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც წევრიანდება ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე", - განაცხადა ჩარკვიანმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)