|
2023-03-28 18:58:49, 850 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს ვგმობთ
ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს [მოლდოვას] ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს გმობს და დარწმუნებულია, რომ მოლდოვის მთავრობა შეძლებს ყველა საფრთხესთან გამკლავებას. "მოლდოვაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამისთვის იყენებდნენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, აწყობდნენ აქციებს და მიმართავდნენ სხვა ძირისგამომთხრელ ქმედებებს. ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. თქვენ მოახდინეთ ამ საფრთხეზე და რუსეთის ომზე მტკიცე და გაბედული რეაგირება და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს მთავრობას შეუძლია ყველა ამ საფრთხეს გაუმკლავდეს", - განაცხადა შარლ მიშელმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)